კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სოციალური გავლენის მედია კამპანიის ვებსაიტზე
კამპანია „ჩვეულებრივი ამბები” საქართველოში მცხოვრები ქვიარ ადამიანების მშობლებთან ინტერვიუების საფუძველზე შეიქმნა და ქართული ოჯახების ნამდვილ ამბებს ეფუძნება. მშობლებთან საუბრებმა ცხადჰყო, რომ ამ ოჯახების გამოცდილება მსგავსია. მათ შიშთან, იარლიყებთან, სოციალურ ნორმებთან, სექსუალობასა და გენდერთან დაკავშირებულ ღრმად გამჯდარ მოლოდინებთან გამკლავება უწევთ.
მშობლებმა საზოგადოებრივ წნეხზე ისაუბრეს, იმ შიშზე, რომელსაც ახლობლებისა და საზოგადოების შესაძლო რეაქციის გამო განიცდიან. არასწორი ინფორმაციის გამო საზოგადოებას სჯერა, რომ სექსუალური ორიენტაციის შეცვლა და „განკურნება” შესაძლებელია. ამგვარი დამოკიდებულების გამო, ოჯახის წევრები შესაძლოა, ერთმანეთისგან დისტანცირდნენ და თავიანთი შვილი უარყოფის, იზოლაციისა და საკუთარი იდენტობის დამალვის განცდის წინაშე აღმოჩნდეს. მეორე მხრივ, მშობლების ნაამბობმა ისიც აჩვენა, რომ დამოკიდებულებები იცვლება. ინფორმაციის გაცვლა, დრო და ღიაობა მშობლების და შვილების კვლავ დაახლოებას შესაძლებელს ხდის.
მშობლებთან ინტერვიუებზე დაყრდნობით ჩვენ შევქმენით მედია კამპანია, რომელიც ანიმაციის და დოკუმენტური ელემენტების ერთობაა. კამპანიაში გამოყენებულია მშობლების ციტატები, დედების რეალური ხმები, თუმცა მათი ანონიმურობა უზრუნველყოფილია. კამპანიის ვიზუალური კონცეფცია ბავშვის ფერად სამყაროსა და ზრდასრულების მკაცრ და შავ-თეთრ სამყაროს შორის კონტრასტს ქმნის, რომელიც აჩვენებს იმას, თუ როგორ შეუძლია საზოგადოებრივ წნეხს, შიშს და ზეწოლას გავლენა იქონიოს ოჯახურ ურთიერთობებზე და როგორ შეიძლება ისინი ურთიერთგაგებამ, სიახლოვემ და მიმღებლობამ ჩაანაცვლოს.